პროკურატურამ სიღნაღში მამის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი ოფიციალურად წარუდგინა. გამოძიება მას ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას ედავება.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 4 ივლისს, სიღნაღის რაიონის სოფელ ანაგაში, ოჯახური დანაშაულისთვის ნასამართლევმა ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მამას დანით ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.
პოლიციამ ბრალდებული 4 ივლისს დააკავა. ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 16-20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.