შესაძლოა შერაცხადობასთან დაკავშირებით იყოს პრობლემები - ქალის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულის ადვოკატი

გამოქვეყნდა:

ქალის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებული 45 წლის ლევან გადელიას ადვოკატი ამბობს, რომ დაკავებულს შესაძლოა შერაცხადობასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდეს.

გადელიას ადვოკატის თქმით, დაკავებულს დანაშაულის ჩადენის მომენტი არ ახსოვს. საქმეში დანიშნულია ფსიქიატრიული ექსპერტიზა.

"არაფერი ახსოვს და ესეც იმაზე მიანიშნებს, რომ შესაძლოა შერაცხადობასთან დაკავშირებით იყოს გარკვეული პრობლემები. თვითონ ჩაბარდა, სახლში იყო ეს ადამიანი არსად გაქცეულა", - თქვა გიორგი მდინარაძემ.

გადელია თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

ბრალდებულის ჩვენებიდან ირკვევა რომ, დაკავებულმა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის მკვლელობა ჩაქუჩით, დანითა და სახრახნისით სცადა.  საგამოძიებო უწყებამ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი