სამტრედიაში მამაკაცს მატარებელი დაეჯახა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ, სამტრედიის შესასვლელში მოხდა.
"მთავარის" იმერეთის კორესპონდენტის ცნობით, მატარებლის მემანქანემ ლიანდაგზე მყოფ პირს ხმოვანი სიგნალი რამდენჯერმე ანიშნა, თუმცა უშედეგოდ.
მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები და სამართალდამცველები მუშაობენ.