საგარეჯოში, ჟურნალისტებზე თავდამსხმელი მამუკა შაქარაშვილი საფლავების ქურდობისთვისაა ნასამართლევი

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ინფორმაციით, საგარეჯოში ჟურნალისტებზე ძალადობაში მონაწილე მამუკა შაქარაშვილი წარსულში საფლავების ქურდობისთვის იყო ნასამართლევი. 

შაქარაშვილის იდენტიფიცირება "მთავარი არხის" ჟურნალისტებმა მოახდინეს. როგორც ირკვევა, ის საგარეჯოს დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი და ამავე ააიპ-ის ხელმძღვანელის სიძეა. 

6 ივლისს, შაქარაშვილი საგარეჯოში "მთავარი არხის" ჟურნალისტს, ია გულიაშვილს დაესხა თავს. მან ჟურნალისტის მიკროფონზე ღრუბელი მოუძრო და გადააგდო, შემდეგ კი ოპერატორს ფიზიკურად დაუპირისპირდა, რა დროსაც "მთავარი არხის" კამერა დააზიანა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი