ბათუმში დაკარგული 16 წლის მოზარდის ბიძის ინფორმაციით, მოზარდების ზღვაში გაყვანისა და მიტოვებისთვის შსს-მ 3 პირი დააკავა

გამოქვეყნდა:

ბათუმში დაკარგული, 16  წლის ლუკა აბულაძისა და სხვა მოზარდების ზღვაში გაყვანისა და მიტოვებისთვის პოლიციამ 3 პირი დააკავა, -  ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული მედია "ბათუმელები" ავრცელებს. 

"როგორც ვიცი, კატერის მძღოლი და ორი თანმხლები პირია დაკავებული. ლუკას მამა გუშინ ოთხ საათზე დაიბარეს პოლიციის სამმართველოში და იქ უთხრეს, რომ ეს პირები დააკავეს.გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 109-ე მუხლით, ორ პირს კი ბრალი ედება დანაშაულის შეუტყობინებლობაში" – ამბობს თენგიზ აბულაძე, ლუკას ბიძა.

შეგახსენებთ, რომ ოთხი არასრულწლოვანი 4 ივლისს კატერით  გაიყვანეს ზღვაში. გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდებს დამცავი ჟილეტები არ ეცვათ. ლუკამ კი, როგორც ბიძა ამბობს, ცურვა არ იცოდა. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი