საპატრიარქოს დამლაგებელი მოულოდნელად გარდაიცვალა. რუსუდან მაისურაძე ერთადერთი თანამშრომელი იყო რომელიც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიოს სამუშაო ოთახს ასუფთავებდა. ამ დრომდე უცნობია უკავშირდება თუ არა რუსუდან მაისურაძის გარდაცვალება მეუფე შიოს სავარაუდო მოწამვლის ფაქტს. გარდაცვლილს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. საპატრიარქოს დამლაგებლის გარდაცვალება საეჭვოდ ემთხვევა მიტროპოლიტი შიოს სავარაუდო მოწამვლის ფაქტს.
შეგახსენებთ, შსს-მ მეუფე შიოს განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
პატრიარქის ტახტის მოსაყდრის მოწამვლაზე ინფორმაცია 5 ივლისს "მთავარმა არხმა" გაავრცელა. წყაროს ცნობით, სასულიერო პირის ორგანიზმში დარიშხანი აღმოჩნდა. ინფორმაცია მეორე დღეს დაადასტურა საპატრიარქომ. კერძოდ, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ მეუფე შიოს ორგანიზმში მძიმე მეტალები აღმოჩნდა.