შსს-მ მეუფე შიოს განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

გამოქვეყნდა:

პატრიარქის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის, მეუფე შიო მუჯირის მოწამვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე შსს-მ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.

უწყებაში გამოძიების შედეგების მიხედვით, მუხლის გადაკვალიფიცირებას არ გამორიცხავენ.

"მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის განსაკუთრებულ საქმეთა სამმართველოში, მეუფე შიო მუჯირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე , გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო" - აცხადებენ შსს-ში

პატრიარქის ტახტის მოსაყდრის მოწამვლაზე ინფორმაცია 5 ივლისს "მთავარმა არხმა" გაავრცელა. წყაროს ცნობით, სასულიერო პირის ორგანიზმში დარიშხანი აღმოჩნდა. ინფორმაცია მეორე დღეს დაადასტურა საპატრიარქომ. კერძოდ, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ მეუფე შიოს ორგანიზმში მძიმე მეტალები აღმოჩნდა

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი