ბორჯომში ახალგაზრდა კაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე გვიან ღამით მოხდა.
დამატებითი დეტალები უცნობია.
როგორც "მთავარი არხის" ვებგვერდს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის) მიმდინარეობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.