"ცრუ ჩვენება ვინ ათქმევინა?" - მეგი ბაქრაძის ოჯახი კლინიკა "იმედის" დირექტორის დაკავებას ითხოვს

გამოქვეყნდა:

ექთან მეგი ბაქრაძის მეუღლე კლინიკა "იმედის" დირექტორის დაკავებას ითხოვს. მისი თქმით, საქმე მხოლოდ ექიმების დაპატიმრებით არ უნდა დასრულდეს. 

"ეგ მისცეს ცრუ ჩვენებაზე. ცრუ ჩვენება ვინ ათქმევინა მაგათ? ეგ ცრუზე მისცეს, მაგრამ ჯგუფში ვინც იყვნენ, ისინიც უნდა დააკავონ. ყველაზე დიდი ის არის ჯგუფი, ხომ. დირექტორი მაინტერესებს, პირველ რიგში. სხვა არცერთი აღარ მაინტერესებს საერთოდ. დირექტორი და ქალბატონი, რომელმაც ფორმა 100 შეადგინა კიდევ მაგასთან. 7 ადამიანი ისხდნენ ერთად, რომლებმაც გადაწყვიტეს ყველაფერი როგორ უნდა გაეკეთებინათ," - ამბობს ბაქრაძის მეუღლე "მთავართან" სატელეფონო ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ 27 წლის მედდამ ახალციხის კლინიკა "იმედში" 2021 წლის 18 მარტს ვაქცინაცია ჩაიტარა, ის რამდენიმე წუთში კი ანაფილაქსიური შოკით კომაში ჩავარდა. პაციენტი 19 მარტს თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გამოძიება შსს-მ დაიწყო.

გუშინ, 7 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ექთან მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ახალციხის კლინიკა "იმედის" ექიმი, ვიოლეტა ინასარიძე, თეა გზირიშვილი და ბექა ლიპარტელიანი დამნაშავედ ცნო პირადი მოტივით ცრუ ჩვენების მიცემაში.

ვიოლეტა ინასარიძე და თეა გზირიშვილი სასამართლოს სხდომათა დარბაზშივე დააკავეს. ბექა ლიპარტელიანი კი განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია და მასზე ძებნა გამოცხადდა.

ასევე ნახეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი