თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა. ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს მისი ცხედარი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე ნახეს.
საქმის გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის კვალიფიკაციით მიმდინარეობდა, ცხედრის პოვნიდან მეორე დღეს, 24 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს დაემატა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც, თუმცა შემდგომ გამოჩნდა ბაჩანა ლობჟანიძე და თითქოს თამარი ყველამ დაივიწყა.
ვიცით მხოლოდ გამქრალი ინფორმაცია მისი კომპიუტერიდან, რომ დარჩა ფოტოები და დარჩა ვიდეოები.
ტელევიზიიდან ტელევიზიაში დღეს ხშირად მასზე სასაუბროდ მხოლოდ ბაჩანათი ინტერესდებიან, თუმცა სამწუხაროდ დღეს ჩვენს გარშემო საქართველოში ხშირად კლავენ ადამიანებს, ან თავსაც იკლავენ. მიზეზი სოციალური ფონი მძიმე ფსიქიკური პრობლემები, ოჯახი, ან შესაძლოა წარუმატებელი სიყვარულიცაა, თუმცა თამარზე ნებისმიერი ინფორმაცია დღეს მედიაში ბაჩანა ლობჟანიძის პერსონის მიღმა ტრიალებს, თითქოს ის ფლობს მონოპოლიას ამ ტრაგედიაზე.
მისი პირადი ცხოვრება, ვინ უყვარდა, ვის უყვარდა, ვინ იყვნენ იდუმალი შეყვარებულები, ბაჩანას ყველაფერზე აქვს პასუხი, ყველას იცნობს, ყველას პასუხობს, ვისთან მეგობრობდა თამარი ვის რას სწერდა, რას გეგმავდა, რაზე ოცნებობდა.
ფეისბუქი
ფეისბუქზე ის აბსოლოტურად განსხვავებული პერსონაა. ხშირად იყენებს ფილოსოფიურ ქვეტექსტებს, სადაც რელიგიური მოტივებიც იკითხება.
ჩვენ გადავწყვიტეთ ბაჩანას პირადად გავსაუბრებოდით რას ფიქრობდა ის, რაზე ესაუბრებოდა თამარს, რა იყო მისი ინტერესის სფერო ფილოსოფიაში ან რელიგიაში.
ბაჩანა გვიყვება რომ თამართან ბოლო პერიოდში აქტიურად საუბრობდა რომ სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ შეექმნათ სივრცეს, სადაც საკუთარ იდეებს უკვე ხალხს გააცნობდნენ და მათ ფილოსოფიურ თუ რელიგიურ მრწამსს გააცნობდნენ, თუმცა თამარმა 19 ივნისს უარი უთხრა და ამ საქმეში მხოლოდ ფინანსური დახმარება აღუთქვა
რელიგია
ბაჩანა ჭიათურაში გაიზარდა, მაგრამ როგორც ის გვიყვება ყველაზე დიდი გავლენა მასზე როგორც პიროვნების ჩამოყალიბებისას, თეოდორე გაგნიძემ იქონია. ის ხშირად უსმენდა რადიო თუ სატელევიზიო ვერსიებს, ფიქრობდა მღვდლობაზეც, თუმცა საბოლოოდ ტექნიკური მეცნიერება აირჩია, რათა ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობისას დაეხვეწა და შეექმნა მარადიული არსებობის განცდა ადამიანისთვის.
თამარი
თამარი სტუდენტობისას გაიცნო. როგორც ბაჩანა ყვება მასზე ჰქონდა ზეგავლენა და თამარიც მის აზრსაც ითვალსიწინებდა. იხსენებს კონკრეტული სელფის ისტორიასაც როცა მას არ მოეწონა როცა თამარმა ვულგარული ფოტო ატვირთა და ის მისი თხოვნით აიღო რაზეც მასთან საუბარიც ჰქონდა.
მიმართვები თამარს
მათ ურთიერთობაში ბოლო თვეების მანძილზე ბაჩანას ფეისბუქიდან იგრძნობა რომ თამარს მასთან ურთიერთობა გაუფუჭდა, რის შემდეგაც ბაჩანა ყოველდღე, დღეში რამდენჯერმე, რამდენიმე მიმართვასაც უგზავნის თამარს და ცდილობს კვლავაც მიაქციოს მის აზრებს ყურადღება.
ყოფნა არ ყოფნა
ბაჩანა განმარტავს რომ არსებობის ფორმა, მთავარი არსია იდეა, ამისთვის ის სამომავლოდ კიბერ თამარის შექმნასაც გეგმავს, რომელსაც მისი იდეები ისევ დააინტერესებს და ექნება ისეთივე მზაობა როგორც სიცოცხლეში.