ბათუმში დაღუპული 16 წლის მოზარდის საქმე | სასამართლომ სამ დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

გამოქვეყნდა:

შავ ზღვაში დაღუპული მოზარდის, 16 წლის ლუკა აბულაძის საქმეზე დაკავებულ სამ პირს ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სხდომა მოსამართლე ლევან ყოლბაიას გადაწყვეტილებით არასრულწლოვნის ინტერესებიდან გამომდინარე დაიხურა.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანაშაულზე სამი პირი დააკავა. ზურაბ საღინაძეს ბრალად არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა ედება, ორს კი, ნოდარ მამულაძესა და ლუკა მარკოიძეს, დანაშაულის შეუტყობინებლობა. დაკავებულებს შორის ერთი არასრულწლოვანია. 

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა 4 ივლის მოხდა. გამოძიების ვერსიით, 4 არასრულწლოვანი კატერზე გამობმული ე.წ ბანანით ზღვაში გაიყვანეს და წყალში განზრახ გადაყარეს და მათ სამაშველო ჟილეტების გამოყენების საშუალება არ მისცეს. 4 მოზარდიდან სამმა ნაპირზე გამოსვლა მოახერხა, ლუკა აბულაძის ცხედარი მაშველებმა გუშინ იპოვეს.

ავტორი: თეა ვაშალომიძე

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი