"იქნებ შემთხვევითი ამბავია, თქვენ არ მოწამლულხართ?!" | მიტროპოლიტი გერასიმე მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლაზე

გამოქვეყნდა:

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე ამბობს, რომ მეუფე შიოს მოწამვლა შესაძლოა, შემთხვევითობა იყოს. მეუფე გერასიმემ დღეს თემასთან დაკავშირებით ვრცლად არ ისაუბრა და თქვა, რომ გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რა მოხდა სინამდვილეში.

"გამოძიებას დავუცადოთ და მერე გამოძიება იტყვის. არავის ინტერესებში არ არის [მეუფე შიოს მოწამვლა] დავუცადოთ გამოძიებას და გამოძიება იტყვის მერე. იქნებ შემთხვევითი ამბავია, თქვენ არ მოწამლულხართ?! არ მოწამლულხართ საზამთროთი, პომიდვრით, ხილით?! ყველა ადამიანს ემართება და დავიცადოთ. ჯერ ხომ არაა პასუხი დავიცადოთ, ვნახოთ და მერე ალბათ იტყვიან, რა იყო, როგორ იყო, ნუ გავასწრებთ მოვლენებს", - თქვა მეუფე გერასიმემ.

შეგახსენებთ, 5 ივლისს "მთავარმა არხმა" ინფორმაცია გაავრცელა, რომ პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო მოწამლეს. მთავარ არხს წყაროები უყვებოდნენ, რომ მეუფე შიოს სისხლში დარიშხანის კვალი აღმოჩნდა.

სისხლში მომწამვლელი ნივთიერების არსებობის შესახებ ინფორმაცია 6 ივლისს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ანდრია ჯაღმაიძემ დაადასტურა. როგორც ჯაღმაიძემ აღნიშნა, საპატრიარქო მიიჩნევს, რომ მოწამვლასთან დაკავშირებით ინფორმაციის უტყუარად დადასტურებისთვის "დამატებითი კვლევები და გამოძიებაა საჭირო".  

შსს-მ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი