თელიანში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებს დანაშაულის დაფარვაში მხილებული პოლიციის მაღალჩინოსანი ხელმძღვანელობს.
საუბარია გიორგი ბეგლარაშვილზე, რომლის თანდასწრებითაც, ჟურნალისტებს, რამდენიმე დღის წინ, კასპში, "ოცნების" აქტივისტები სცემდნენ და აგინებდნენ, თუმცა ის არ რეაგირებდა.
დანაშაულის ადგილზე სამართალდამცველებმა მხოლოდ ტყვიის ერთი მასრა იპოვეს, ყვითელი ლენტი კი მას შემდეგ გააბეს, რაც თელიანში "მთავარი არხი" ჩავიდა.
რატომ არ არის დანაშაულის ადგილი სათანადოდ დაცული და დააკავეს თუ არა ინციდენტში მონაწილე პირები, აღნიშნულ კითხვას გიორგი ბეგლარაშვილი არ პასუხობს და მედიას პრესცენტრთან ამისამართებს. ამ დრომდე დუმს შსს პრესსამსახური. "მთავარი არხის" ინფორმაციით, თელიანის 2 მცხოვრებს კასპიდან ჩასულებმა ცეცხლი სოფლის ცენტრში გაუხსნეს, დაჭრილები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
იხილეთ ასევე: