ბოლო 4 თვის განმავლობაში ჩვენ რამდენჯერმე გაჩვენეთ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ანას საქმეში არსებული შეუთავსებლობები და მთელი ამ დროის განმავლობაში გამოვთქვამდით საფუძვლიან მოსაზრებას, რომ ეს განზრახ მკვლელობაა. ეს მოსაზრება ოფიციალურმა გამოძიებამაც ვერ უარყო და ძიება მკვლელობის მუხლით მიდის.
მაშინ, როცა საქმე ეხება 12 წლის გოგონას სავარაუდო მკვლელობას, როცა ამის ჩამდენი კვლავაც გარეთ და დაუსჯელად დადის, საქმის ერთ-ერთი მთავარი ნივთმტკიცებულება, არასაწორი დალუქვისა და შენახვის გამო ზიანდება.