სროლა ვაზისუბანში - ბაბუას და შვილიშვილს სავარაუდოდ, ოთხი ტყვია ესროლეს. შემთხვევა პოლიციის განყოფილების შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე 9 ივლისს დღის 5-საათზე მოხდა.
თვითმხილველები ყვებიან, რომ კონფლიქტი თავდაპირველად ახალგაზრდებს შორის დაიწყო, ბაბუამ დაპირისპირებული მხარეების გაშველება სცადა. შეიარაღებულმა თავდამსხმელმა კი ბაბუა და შვილიშვილის ცეცხლი გაუხსნა. რა გახდა დაპირისპირების მიზეზი უცნობია.
არსებული ინფორმაციით, 25 წლამდე ბიჭსა და შუახნის კაცს ჭრილობები ფეხისა და ხელის არეში აქვთ მიყენებული. ისინი კლინიკაში იყვნენ გადაყვანილი, ამჟამად მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება.
პოლიციამ უკვე დააკავა პირი, რომელმაც ორი ადამიანი დაჭრა. საქმეზე გამოძიება 120-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. სამართალდამცველებმა ადგილიდან ვიდეოკამერების ჩანაწერები უკვე ამოიღეს.