საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 10 ადამიანი

გამოქვეყნდა:

10 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 10 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაციას Stopcov.ge-ზე განახლდა.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, დადასტურებული შემთხვევებიდან ერთი არის სოფელ გაჩიანიდან, 16 არის დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი, ერთი სამედიცინო პერსონალია, 5 იმპორტირებული შემთხვევაა, 1 პაციენტი აფხაზეთიდან გადმოყვანილია, ხოლო კიდევ ერთის კონტაქტების მოძიება ამჟამად მიმდინარეობს.  

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსის ინფიცირებულია - 1 250 ადამიანი; 
  • გამოჯანმრთელებულია - 1 010;
  • მათ შორის გარდაცვლილია - 17;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 7 068;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 242,  მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მსოფლიოში კი ინფიცირების მაჩვენებელმა 20 მილიონს გადააჭარბა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი