თბილისის ცენტრში, ჭოველიძის ქუჩაზე, გვიან ღამით, რამდენიმე ახალგაზრდას შორის ფიზიკური დაპირისპირება იყო. არსებული ინფორმაციით, ჩხუბს წინ სიტყვიერი უთანხმოება უძღოდა.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები უკვე დასრულდა. კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა კამერების ჩანაწერები ამოიღეს.
წყარო "მთავარ არხს" ეუბნება, რომ ერთ-ერთ პირს, 25 წლამდე კაცს ბლაგვი საგნით მრავლობითი დაზიანებები აქვს მიყენებული, რის გამოც ის კლინიკაში გადაიყვანეს.
მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.