ქურდებთან აქვს სვიაზები, თუ რამე ხდება, ეგ აგვარებს საქმეებს - ანონიმური რესპონდენტი ყვარელიდან

გამოქვეყნდა:

მუქარა და ფიზიკური ანგარისშწორება ე.წ. "ობშიაკის" თანხის გამო - 26 წლის ახალგაზრდა "მთავარ არხს" უყვება, რომ იგი თანასოფლელებმა სცემეს. შემთხვევა ყვარლის მუნიციპალიტეტში მოხდა.

პიროვნებამ, რომელიც "მთავარ არხს" დაუკავშირდა, საჯაროდ ვინაობის გამხელა არ ისურვა. მისი თქმით 2 კვირის წინ, როდესაც მუნიციპალიტეტეში მდებარე ერთ-ერთი რესტორნიდან გამოდიოდა, მას სამი თანასოფლელი აედევნა და სოლიდური თანხა მოსთხოვა. მოთხოვნაზე უარის თქმის გამო კი დღემდე დასდევენ და მკვლელობით ემუქრებიან. მისი თქმით, ამ ადამიანებს ქურდულ სამყაროსთან აქვთ კავშირი და ორი მათგანი წარსულში ნასამართლევია.

500 ლარზე იყო ლაპარაკი... მცემეს, თავში მირტყამდნენ, სამნი მირტყამდნენ. ეს ფული ჯიბეში მქონდა, მაგრამ გავიქეცი ვენახებში ნაცემი. ქურდებთან აქვს სვიაზები, თუ რამე ხდება, ეგ აგვარებს საქმეებს. მამუკა კოჭლამაზაშვილი. პირველი შემთხვევა მე არ ვარ, სხვებსაც აქვთ ასე. რას მეუბნება ახლა იცი? მე თუ დამიჭირეს, ჩემი ბიჭები მოგკლავენ და ჩემი ხალხი. პოლიციამ გამოძიება დავიწყეო, მაგრამ არანაირი შედეგი არ აქვს გამოძიებას, ჩემ გარეშე დაიბარეს, - ამბობს ანონიმური რესპონდენტი.    

ახალგაზრდამ პოლიციას განცხადებით მეორე დღესვე მიმართა, მაგრამ ის ამ დრომდე არ გამოუკითხავთ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი