ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ რესტორანში ერთი ადამიანი დაჭრეს. ინფორმაციას "TV 25" ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. მედიის ცნობით, კაცს ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს. "მთავარი არხი" დამატებითი დეტალების გარკვევას ცდილობს.