თბილისი-ჩაქვის გზაზე მანქანა ქვეითებს შეეჯახა - დაღუპულია სამი ადამიანი

გამოქვეყნდა:

გუშინ, 9 აგვისტოს ღამით ბათუმი-ჩაქვის ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. გარდაცვლილია სამი ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. გავრცელებული ინფორმაციით, ქვეითად მოსიარულეებს ავტომობილი დაეჯახა. დაშავებულია კიდევ სამი პირი, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის მძღოლი დაკავებულია. მის წინააღმდეგ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი