
შს მინისტრის მოადგილის თქმით, გამოძიება მიმდინარეობს წყნეთში დაღუპული ახალგაზრდა კალათბურთელის გარდაცვალების საქმეზე და შესაბამისი რეაგირება ექნებათ იმ პირების მიმართ, ვისი პასუხისმგებლობაც გამოიკვეთება:
"ჩვენი თითოეული დანაყოფი აქტიურად მუშაობს და იძიებს თითოეული იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხს, თუ ვინმეს გადაცდომამ ან დაუდევრობამ გამოიწვია ეს უბედური შემთხვევა. ჩვენ იმ წუთიდანვე დავიწყეთ გამოძიება. რა თქმა უნდა, მე გამიჭირდება ახლა კონკრეტული პირების ბრალეულობაზე ვისაუბრო, როდესაც ეს მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო პროცესი.
საგამოძიებო უწყება გააკეთებს ყველაფერს, რომ საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება დადგინდეს და სადაც გამოიკვეთება კონკრეტული პირების მხრიდან დაუდევრობა, გულგრილობა თუ განზრახ მოქმედება, რა თქმა უნდა, შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ" ამბობს ალექსანდრე დარახველიძე.
წყნეთში, დენის დარტყმის შედეგად დაღუპული მოზარდი ახალგაზრდა კალათბურთელი დათუნა ჟღენტია.