ეთერებში შეკვეთილი სიუჟეტები გავიდა - ლერი ხაბელოვი გია ნაცვლიშვილის მისამართით

გამოქვეყნდა:

ეთერებში შეკვეთილი სიუჟეტები გავიდა - ეს განცხადება ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა გააკეთა. ხაბელოვმა შეკვეთილი სიუჟეტების მომზადება ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ყოფილ პრეზიდენტს გია ნაცვლიშვილს დაუკავშირა. ხაბელოვმა ნაცვლიშვილი მას შემდეგ გააკრიტიკა, რაც ამ უკანასკნელმა პრეზიდენტის არჩევნების თარიღის გადმოწევაზე ისაუბრა.

ნაცვლიშვილი ამბობს, რომ თარიღის გადმოწევა პოლიტიკურ მოტივს უკავშირდება და ხაბელოვს მმართველობის ვადის გახანგრძლივება უნდა.

აღმასრულებელი კომიტეტის წევრები კი ამტკიცებენ, რომ არჩევნების ვადის გადმოწევა პანდემიას უკავშირდება.

ვისურვებდი ერთხელ და სამუდამოდ, რომ სპორტი და პოლიტიკა იყოს აბსოლუტურად გამიჯნული. ჩვენ ვართ სპოტული ოჯახი, - ამბობს ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი მაკა გიორგობიანი. 

ოლიმპიური კომიტეტის წევრი ელდარ კურტანიძე ფიქრობს, რომ კარგი იქნება თუ ყველგან პოლიტიკას არ განვიხილავთ, რადგან სიტუაცია ისედაც გართულებულია. 

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი