ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის არჩევნები სექტემბერში გაიმართება

გამოქვეყნდა:

ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის არჩევნები სექტემბერში გაიმართება - გადაწყვეტილება აღმასრულებელმა კომიტეტმა რამდენიმე წუთის წინ მიიღო. კომიტეტის წევრების თქმით, თარიღის გადმოწევის ერთადერთი მიზეზი კოვიდპანდემია და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის რეკომენდაციაა. 

ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, ლერი ხაბელოვი, რომელიც უკვე მესამედ იყრის კენჭს ამ თანამდებობაზე, პრეზიდენტობის კანდიდატად ერთხმად დასახელდა. მას მხარი დაუჭირა კახი კახიაშვილმაც, რომელიც ერთადერთი იყო კომიტეტის 16 წევრში, ვინც არჩევნების თარიღის გადმოწევას არ ემხრობოდა. 

კახიაშვილის თქმით, უმჯობესი იქნებოდა ჯერ ფედერაციებში ჩატარებულიყო არჩევნები, ხოლო ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე ამის შემდეგ აერჩიათ. 

ოლიმპიური კომიტეტის ყოფილი პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი, რომელიც ამ არჩევნებზე ლერი ხაბელოვის კონკურენტი იქნება მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება, რომ არჩევნები ვადამდე ადრე ჩატარდეს, პოლიტიკური ლოგიკაა და სპორტულ ლოგიკასთან საერთო არაფერი აქვს. ნაცვლიშვილის მოსაზრებით, ამ გადაწყვეტილებით კარგად ჩანს, რომ მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე ლერი ხაბელოვს "ქართული ოცნების" პოლიტიკური მარცხის ეშინია და ოლიმპიურ კომიტეტში პოზიციების გამყარებას ცდილობს. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი