უმძიმესი დანაშაულის მორიგი შემთხვევა - მამამ 13 წლის გოგო გააუპატიურა. საზარელი ფაქტი ბათუმში, გუშინ მოხდა. მოზარდს სამედიცინო ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა, მედიკოსების ინფორმაციით, 13 წლის გოგო მძიმე ემოციურ მდგომარეობაშია და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
უმძიმესი ბრალდებით დაკავებულ მამას უვადო პატიმრობა ემუქრება, ბათუმის საქალაქო სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სავარაუდოდ ხვალ იმსჯელებს. ფსიქოლოგები კანონმდებლობის ხარვეზსა და ხელსიუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ პედოფილიის ასეთი მაღალი მაჩვენებელი ქვეყანაში არასდროს ყოფილა.