პაატა იაკობაშვილმა რუსთავი 2-ს სამივე ინსტანციის სასამართლო დავა მოუგო

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ტელეწამყვანმა და ჟურნალისტმა პაატა იაკობაშვილმა "რუსთავი 2"-ს დავა მოუგო, - ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა" ავრცელებს, რომელიც იაკობაშვილის ინტერესებს იცავდა.

როგორც ორგანიზაცია წერს, რუსთავი 2-ს პაატა იაკობაშვილის კუთვნილი ხელფასის და შესაბამისი კომპენსაციის ანაზღაურება დაეკისრა. 

"ჩვენმა იურისტებმა ჟურნალისტ პაატა იაკობაშვილის საქმე სამივე ინსტანციის სასამართლოში წარმატებით დაასრულეს. ტელეკომპანია "რუსთავი2"-ს პაატა იაკობაშვილის კუთვნილი ხელფასის და შესაბამისი კომპენსაციის ანაზღაურება დაეკისრა", - წერს ორგანიზაცია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი