ჩვენი უშუალო მიზანი იქნა დაცული, არავინ არ დაშავებულა - კუპატაძე პრაიდზე

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, 8 ივლისს პრაიდის ღონისძიებაზე შსს-მ მისი მთავარი მიზანი შეასრულა და ღონისძიებაზე მყოფი არცერთი მონაწილე არ დაშავებულა. 

როგორც კუპატაძე ამტკიცებს, ღონისძიებაზე უსაფრთხოებისთვის შსს-მ 3,000-მდე პოლიციელი მოაბილიზა.

"8 ივლისის ღონისძიებასთან დაკავშირებით მობილიზებული იყო შსს-ს თითქმის ყველა დანაყოფი, 3,000-მდე პოლიციელი, მათ შორის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი. ასევე, მეც ვიღებდი ამ ღონისძიებაში მონაწილეობას. იქ მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ დაცული ყოფილიყო როგორც გამოხატვის თავისუფლება, ასევე ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა. 

შესაბამისად, მოვიდა ძალიან დიდი რაოდენობის ადამიანი კონტრაქციის წარმომადგენლები. ჩვენ გვქონდა კორდონები გაკეთებული გზის სავალ ნაწილებზე და ვინაიდან ლოკაცია არ გვაძლევდა იმის საშუალებას, რომ მთელი პერიმეტრი ყოფილიყო მაქსიმალურად დაცული და უსაფრთხო. ეს ადამიანები ცდილობდნენ, რომ ჩვენი კორდონებისთვის აექციათ გვერდი და მინდვრებით და გრუნტიანი გზებით მიეღწიათ იმ ღონისძიებამდე სადაც ეს ღონისძიება ტარდებოდა, ვგულისხმობ პრაიდს. ამის შემდეგ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ვინაიდან სიცოცხლე და ჯანმრთელობა არის უპირველეს ყოვლისა და ჩვენი უშუალო მოვალეობა არის ეს, მოვახდინეთ ამ პრაიდის მონაწილეებისა და ორგანიზატორების ევაკუაცია. ჩვენ გავიყვანეთ ეს ადამიანები, რომ არ მომხდარიყო რაიმე დაპირისპირება და არ დაზიანებულიყო ვინმე. 

საბედნიეროდ, ჩვენი უშუალო მიზანი რაც იყო იქნა დაცული და ამ ღონისძიებაზე არავინ არ დაშავებულა", - თქვა შსს-ს წარმომადგენელმა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი