პედოფილიის 46 შემთხვევა 3 თვეში - სამოქალაქო საზოგადოება რეესტრის შექმნასა და კანონის გამკაცრებას ითხოვს

გამოქვეყნდა:

პედოფილიის გახშირებული შემთხვევებისა და საგანგაშო სტატისტიკის გამო, სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკოსები და აქტივისტები პარლამენტს პედოფილიის რეესტრის შექმნისა და კანონის გამკაცრებისკენ მოუწოდებენ. 

როგორც ისინი ამბობენ, მხოლოდ 2023 წელს, 3 თვის განმავლობაში, პედოფილიის 46 შემთხვევა დაფიქსირდა. 

სპეციალისტები თვლიან, რომ გაზრდილი სტატისტიკის უკან სწორედ სახელმწიფო დგას, რომელმაც წლების განმავლობაში არაფერი გააკეთა პედოფილიის ბრალდებით დაკავებული ადამიანების უმკაცრესად დასასჯელად. 

მათივე თქმით, არსებობს არაერთი პრეცედენტი იმისა, როცა მოსამართლემ მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული პირი პირობითი სასჯელით გაათავისუფლა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი