დაზიანებულია მასაჟის სალონის შენობა - ვერაზე, სროლასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

გამოქვეყნდა:

გუშინ ღამით, ვერაზე მომხდარ სროლასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 187-ე მუხლებით დაიწყო, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვასა და ტარებასა, ასევე, სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. 

ახვლედიანის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია. ამოღებულია კამერების ჩანაწერებიც.

თვითმხილველების თქმით, მათ გვიან ღამით 10-ზე მეტი გასროლის ხმა გაიგეს, დაზიანებულია იქვე მდებარე მასაჟის სალონის შენობა. სალონში დასაქმებულები მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ და ამბობენ, რომ სროლა მათი დაწესებულების მისამართით არ ყოფილა.

"ჩვენთან არაფერი არ ყოფილა, ზემოთ არის ნასროლი", - თქვა ერთ-ერთმა თანამშრომელმა.

 

 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი