
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს.
"ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულაცია, სკანდალის აგორება და ამით საკუთარი თავისკენ ყურადღების მიპყრობა, საზოგადოების დაზაფრა ,,წყარომ" თუ ,,წყაროებმა", სამწუხაროდ, მუდმივ საქმიანობად გაიხადეს. ყოველ დღესასწაულზე პატრიარქის შესახებ სხვადასხვა ცრუ ინფორმაცია ჩვეულებრივ ამბად აქციეს, სირცხვილია", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, "მთავარმა არხმა" 5 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ პატრიარქის მოსაყდრე მოწამლეს და მის სისხლში დარიშხანის კვალი აღმოჩნდა.
სისხლში მომწამვლელი ნივთიერების არსებობის შესახებ ინფორმაცია 6 ივლისს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ანდრია ჯაღმაიძემ დაადასტურა. როგორც ჯაღმაიძემ აღნიშნა, საპატრიარქო მიიჩნევს, რომ მოწამვლასთან დაკავშირებით ინფორმაციის უტყუარად დადასტურებისთვის "დამატებითი კვლევები და გამოძიებაა საჭირო". შინაგან საქმეთა სამინისტრომ მეუფე შიოს შესაზლო მოწამვლასთან დაკავშირებით გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.
მოგვიანებით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თავს ცუდად გრძნობდა პატრიარქი, ილია მეორეც.