"მთავარის" ინფორმაციით, Georgian Airways-ის მეწილე, შესაძლოა, რუსეთის მოქალაქე გახდეს

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ინფორმაციით, "აირზენას" მეწილე თამაზ გაიაშვილთან ერთად, შესაძლოა, რუსეთის წარმომადგენელი გახდეს. არსებული ცნობებით, გაიაშვილმა წილის ნაწილი უკვე გადააფორმა. ცვლილებები საჯარო რეესტრში ამ დროისთვის ასახული არაა.

"ჯორჯიან ეარვესის" ხელმძღვანელი აღნიშნულთან დაკავშირებით დასმულმა კითხვამ გააღიზიანა, მან ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა. ის ინფორმაციას არ ადასტურებს.

"წადი შენი" - უთხრა გაიაშვილმა "მთავარის" ჟურნალისტს.

 კონკრეტულად წილის რა პროცენტი გაყიდა გაიაშვილმა უცნობია. 

ცნობისთვის, პირველ ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც სანქციები დაუწესდათ Georgian Airwas-სა და მის დამფუძნებელ თამაზ გაიაშვილს.

უკრაინის გადაწყვეტილებას მეორე დღეს გამოეხმაურა თამაზ გაიაშვილი და მას "აბსურდი და უსამართლობა უწოდა. გავრცელებულ განცხადებაში გაიაშვილი აღნიშნავდა, რომ უკრაინა შეცდომაში ოპოზიციამ შეიყვანა. გარდა ამისა, გაიაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის გადაწყვეტილებას საქართველოს მხრიდან "სარკისებური პასუხი მოჰყვება".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი