ყალბი დოკუმენტების დამზადება - გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის 4 პირის მიმართ დევნა დაიწყო

გამოქვეყნდა:

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ყალბი საგადასახდო დოკუმენტების დამზადება - გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე მხილებულია პირთა ჯგუფი.

სისხლისსამართლებრივი დევნა 4 პირის მიმართ დაიწყო.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, წინასწარი შეცნობით, შეიძინეს დანაშაულებრივი გზით მოპოვებული დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარის ღირებულების ხის მასალა, რის შემდეგაც, მისი უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, დაქვემდებარებაში არსებული კომპანიების სახელით, გაწერეს ყალბი სასაქონლო ზედნადებები, რომელთა გამოყენებითაც ჯამში 1 006 მ3 უკანონოდ მოპოვებულ ხის მასალას მისცეს კანონიერი სახე და შემდგომ მოახდინეს მისი რეალიზაცია სხვადასხვა პირზე," - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე, 210-ე და 194-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი