საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 44 ადამიანი

გამოქვეყნდა:

11 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 44 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაციას Stopcov.ge-ზე განახლდა.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, დღეს, 11 აგვისტოს საქართველოში დადასტურებული კორონავირუსის 14 შემთხვევიდან 2-ის წყარო სოფელი გაჩიანია, 9 არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, 3 შემოტანილი შემთხვევაა, რომელთაგან 2 სატვირთო მანქანის მძღოლია. 

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათი უმეტესობა, "ნახევარზე მეტი" ავღანეთიდან ჩამოყვანი ქართველი ჯარისკაცები არიან.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსის ინფიცირებულია - 1 264 ადამიანი; 
  • გამოჯანმრთელებულია - 1 054;
  • მათ შორის გარდაცვლილია - 17;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 6 930;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 263,  მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მსოფლიოში კი ინფიცირების მაჩვენებელმა 20 მილიონს გადააჭარბა.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი