ხელჩართული ჩხუბი და სროლა კასპის მუნიციპალიტეტში - სოფელ მეტეხში ჩასულმა თბილისის პოლიციის მაღალჩინოსანმა ცეცხლი გახსნა, რის შემდეგაც მას ადგილობრივები ფიზიკურად გაუსწორდნენ და სცემეს.
პოლიციის ნაცემი მაღალჩინოსანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას გადაუდებელი სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
როგორც კასპის საავადმყოფოში "მთავარს" უთხრეს, პოლიციის თანამშრომელს მძიმე დაზიანებები ჰქონდა თავისა და სახის არეში. პოლიციელის ცემის და მისი იარაღის უკანონოდ დაუფლების ბრალდებით დაკავებულია 3 ახალგაზრადა, მათი ადვოკატი "მთავარ არხთან" სკანდალურ განცხადებას აკეთებს.