დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ. ''კანონიერი ქურდი'' ''დინრიდი'' მოკლეს | შექმნილია ე.წ. ოპერატიული შტაბი

გამოქვეყნდა:

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში, გუდაუთის რაიონში, ე.წ. ''კანონიერი ქურდი'' თემურ ახუბა, მეტსახელად ''დინრიდი'' მოკლეს. მედიის ცნობით, შემთხვევის შემდეგ, ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრმა ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოების კოორდინაციის შესახებ შეხვედრა გამართა და ე.წ. ოპერატიული შტაბიც შექმნა.

ცნობილია, რომ გამოძიება განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს. ე.წ. საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები შემთხვევის ადგილას მუშაობენ. ე.წ პოლიცია დანაშაულში ბრალდებული პირების დაკავებას ცდილობს. 

შეგახსენებთ, სოხუმელი თემურ ახუბა, 2013 წლიდან ''კანონიერი ქურდის'' ტიტულს ატარებდა, თუმცა 2017 და 2019 წელს მისი ტიტული დაპირსიპირების საგანი გახდა. რამდენიმე აფხაზმა და ქართველმა ''ავტორიტეტმა'' მისთვის ტიტულის ჩამორთმევას მხარი დაუჭირა. სწორედ ეს გახდა მისი მკვლელობის მიზეზიც, რადგან ის ადამიანები, რომლებმაც სოხუმში მისთვის სტატუსის ჩამორთმევას მხარი დაუჭირეს, სანაპიროზე ჩაცხრილეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი