რადიკალური ჯგუფების მუქარა არასრულწლოვანზე | დაცვის მხარე დამცავი ორდერის გამოცემას ითხოვს

გამოქვეყნდა:

საქმე რადიკალური დაჯგუფების წინააღმდეგ - საქალაქო სასამართლოში რამდენიმე საათის განმავლობაში მსჯელობდნენ, გაიცემა თუ არა დამცავი ორდერი თავდასხმის მსხვერპლი დედა-შვილის დასაცავად, რომლებიც რადიკალური დაჯგუფების სამიზნეები სოციალურ ქსელში გახდნენ.

საქმე ეხება ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტს და მის მცირეწლოვან შვილს, რომლის ვიდეოც ალტ-ინფოს წევრებმა პროპაგანდისთვის პრაიდის კვირეულის დროს გამოიყენეს და ძალადობა წაახალისეს. საქალაქო სასამართლოში სხდომა დახურული იყო, რადგან საქმე არასრულწლოვანს ეხება. საქმეზე გადაწყვეტილებას მოსამართლე ხვალ გამოაცხადებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი