რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილი თანამშრომლები გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლომ რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილი თანამშრომლები და კერძო კომპანიის ყოფილი დირექტორი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

საქმეზე ორ ბრალდებულს 5 000-5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ერთი კი 10 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლდა.

პროკურატურა მათ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებასა და სამსახურებრივ სიყალბეს ედავებოდა. პროკურორის განცხადებით, ბრალდებულებმა 220 000 ლარი მიითვისეს, 530 00 ლარის დაუფლება კი სცადეს.

"ბრალდებულებმა გააყალბეს დოკუმენტები, კერძოდ, მიღება- ჩაბარების აქტები, შესრულებული სამუშაოების აქტები, ასევე ინსპექტირების დასკვნები. 4 მილიონ 500 00 ლარის ხელშეკრულებიდან 750 000 ლარით მეტი შეასრულეს. ამ 750 000 ლარიდან 220 000 ლარს დაეუფლნენ, ხოლო 530 00 ლარის დაუფლება სცადეს", - თქვა პროკურორმა.

ერთ-ერთი დაკავებულის აკაკი ნოზაძის ადვოკატი აცხადებს, რომ დოკუმენტებზე ხელმოწერისას, მან არ იცოდა, რა ტიპის საბუთებს აწერდა ხელს.

"აკაკი ნოზაძე ამ სამსახურში მისული იყო დაახლოებით ერთი თვის, როცა გარკვეული ტიპის მითითება მიიღო ხელის მოწერასთან დაკავშირებით. ის გაცნობიერებული არ იყო სად მუშაობდა, მოხდა ეს შეცდომა. სახელმწიფო ბრალდების პოზიცია გახლდათ აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს 10 000 ლარით განსაზღვრა, ჩვენი შუამდგომლობა იყო, ის შემცირებულიყო მინიმუმამდე, მოსამართლემ ეს დააკმაყოფილა", - თქვა ადვოკატმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი