ქობულეთში მომხდარი გახმაურებული მკვლელობის მთავარი ფიგურანტი ლონდონში დააკავეს. ახალგაზრდა, რომელსაც გამოძიება მკვლელობაში სდებს ბრალს, რამდენიმე თვეა ინგლისში იმალება და მისი დაკავება დღეს მოხერხდა.
19 წლის გიორგი ალხანიშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობის საქმეზე კიდევ 6 პირი იყო დაკავებული, მაგრამ ყველას მხოლოდ შეუტყობინებლობა აქვს ბრალად წარდგენილი. მოკლულის ოჯახი კი ამტკიცებს, რომ ეს იყო ჯგუფური მკვლელობა მეგობრების მხრიდან და მასპინძელი და თვითმხილველები გვამის პოვნამდე მომხდარის შესახებ ინფორმაციას მალავდნენ.