მოძალადე პოლიციელები იდენტიფიცირებული არიან. გოგებაშვილზე მომხდარი ინციდენტიდან 24 საათზე მეტია გასული, თუმცა ძალოვანები, რომლებიც 21 წლის ახალგაზრდას და ხანდაზმულ ქალს გაუსწორდნენ, თანამდებობაზე რჩებიან.
სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას არაერთი თვითმხილველი ჰყავს. შემთხვევას ის დაზიანებებიც ადასტურებს, რომელიც ლაშა ჟღენტს პოლიციელებმა მოძალადობრივი დაკავების პროცესში მიაყენეს.