შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში მხოლოდ ტოიოტა ქამრის მგზავრები მონაწილეობდნენ - პროკურატურა

გამოქვეყნდა:

პროკურორის, ამირან გულუაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე არსებული მტკიცებულებებისა და მასალების მიხედვით, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ტოიოტა ქამრის მგზვრების გარდა სხვა პირები არ მონაწილეობდნენ.

რაც შეეხება მერსედერსის მარკის ავტომანქანის მონაწილეობას, აქ არ არის საუბარი კონკრეტულად მხოლოდ ერთ ავტომანქანაზე, სულ მერსედესის და ტოიოტა ქამრის ავტომანქანების გამოკლებით, კიდევ 6 მანქანა დაიძრა საბურთალოდან და ნაძალადევიდან ამ კონფლიქტთან დაკავშირებით. გამოძიების მიერ შესწავლილ იქნა რვავე მანქანის მარშრუტი, გადაადგილება, მობილური ოპოერატორების მიერ განხორციელებული კომუნიკაცია და ამ ეტაპზე არსებული სურათის გათვალისწინებით ცალსახად გამოირიცხება რომელიმე მათგანის მონაწილეობა უშუალოდ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით, - თქვა ამირან გულუაშვილმა.

მისი განმარტებით, მერსედესისი მგზავრების მხრიდან განხორციელებული ძალადობა, მათ შორის ხელკეტის გამოყენებით, რომელიც შაქარაშვილის თანმხლები პირის მიმართ მოხდა სამართლებრივად შეფასებულია და კონკრეტული პირებისისხლის სამართლბრივ პასუხისგებაში არიან მიცემულნი.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 11 აგვისტოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლისსამართლებირვი დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო. გამოძეიბის მტკიცებით ეს ხუთი პირია: ვ. ჩ., ა. ქ. ზ.ხ., ა. გ. ნ. რ.

ხუთივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამ ხუთი პირის გარდა, რომელთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაიწყო, ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის, ასევე, ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე დაკავებულია 12 პირი, რომელთაც აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვთ პატიმრობა. მათ მიმართ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან ათ წლამდე ითვალისწინებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი