ვარკეთილის მეტროსთან ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. შემთხვევა 22 ივლისს გამთენიისას მოხდა. ადგილზე ხუთამდე კაცი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა - ახალგაზრდები, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.
ფიზიკურ დაპირისპირებას წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება. ახალგაზრდა კაცმა მეგობარს მრავლობითი ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენა. დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი - "მთავარი არხის" ინფორმაციით, ამ ეტაპზე მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარზე გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებს გულისხმობს. პოლიციას ჯერჯერობით არავინ დაუკავებია.