თბილისში, ლეონიძის ქუჩაზე სროლა იყო. შემთხვევა გუშინ, 22 ივლისს მოხდა. არსებული ინფორმაციით, უცნობმა პირმა ავტომობილიდან პნევმატური იარაღით რამდენჯერმე გაისროლა.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება ადმინისტრაციული წესით დაიწყო. "მთავარი არხის" ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილე პირები უკვე იდენტიფიცირებული არიან.