თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე iPlus-ის მაღაზია გაქურდეს. წაღებულია ძვირადღირებული ტექნიკა. კადრებში, რომელიც "მთავარმა არხმა" მოიპოვა ჩანს მძარცველები, რომლებიც, სავარაუდოდ, არასრულწლოვნები არიან.
წაღებულია 3 მობილური, ზარალი კი დაახლოებით 9 000 ლარია.
"დღეს, შუადღის 2 საათისთვის, ვაკის ფილიალში შემოვიდა ჩვენთვის დაუდგენელი პიროვნება, როგორც გარეთ მყოფი ადამიანები ამბობენ, სავარაუდოდ იყვნენ არასრულწოვნები, მაგრამ პოლიცია ვერ ადასტურებს, რადგან დაკავებული არ არის", - ამბობს მაღაზიის წარმომადგენელი.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა აღნიშნული მაღაზია, სავარაუდოდ, არასრულწლოვნებმა გაქურდეს. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.