გურჯაანის რაიონული სასამართლო ყვარელში, ლავროვის სიძის ძმის ქორწილის გაპროტესტებისათვის დაკავებული პირების საქმეს განიხილავს.
საუბარია “ნაციონალური მოძრაობის” საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანზე, დიმა ჩიქოვანსა და პარტიის სხვა წევრებზე.
სასამართლოზე 40- ზე მეტი პირი მოწმის სახით უნდა გამოიკითხოს. მათ შორის არიან პოლიციელები, რომლებმაც ყვარელში, პროტესტის დროს იქ მყოფი ოპოზიციონერები დააკავეს.
ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარესა და პარტიის წევრებს სამართლიანი სასამართლოს იმედი არ აქვთ. როგორც ისინი ამბობენ, მაშინ, როდესაც საქართველოს ხელისუფლება მზად არის ქვეყანაში რუსული უნივერსიტეტი გახსნას, რუსეთის მაღალჩინოსნის ოჯახის წევრის ქორწილი პრობლემას ქართულ ოცნებას არ უქმნის.
„ეს სასამართლო არის ფარსი, ეს პროცესი არაფრის მომტანი არ არის და უბრალოდ ჩვენი დროის ხარჯვაა, როგორც აღვნიშნეთ ეს არის უბრალოდ რუსული რეჟიმის საამებლად დადგმული ცირკი. არანაირი მოლოდინი არ გვაქვს, სასამართლო დღეს ყველამ ვიცით,რომ არის სანქცირებული და შესაბამისად ჩვენ უბრალოდ მივყვებით პროცესებს.“ - განაცხადა დიმა ჩიქოვანმა
შეგახსენებთ, ყვარლის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ოპოზიცია 20 მაისს იმ დროს დააკავეს, როცა ლავროვის ოჯახის ქორწილი უნდა გამართულიყო.
ავტორი: ია გულიაშვილი