მკვლელობა ხონში თხების გამო დაწყებულ კონფლიქტს მოჰყვა - ბრალდებულის დედა ამბობს, რომ მისი შვილი თავს იცავდა

გამოქვეყნდა:

მეზობლებს შორის ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი ხონში, მკვლელობით დასრულდა. მოკლულია შუახნის კაცი, ბრალდებული კი  მისივე მეზობელია. 

დაკავებულის დედა იხსენებს, რომ მოკლული მათ სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, ჯერ სანადირო თოფიდან რამდენჯერმე გაისროლა, შემდეგ კი ნაჯახით სახლში მიუვარდა, რასაც  კონფლიქტი მოყვა.

მეზობლებს შორის კონფლიქტის მიზეზი კი შინაური ცხოველი გახდა. მოკლულის, ბარნაბა ჩომახიძის თხები მეზობლის ბოსტანში შევიდნენ, რის გამოც ბრალდებულის, ნუკრი კეკელიძის დედამ მას შენიშვნა მისცა. ჩომახიძე ამან გააღიზიანა და ჯერ სანადირო თოფიდან ისროლა, შემდეგ კი მეზობლებს ნაჯახით დაემუქრა. 

ბრალდებულის დედა ამბობს, რომ მისმა შვილმა თავდაცვის მიზნით ცივი იარაღი გამოიტანა და კაცს გულ -მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. 

შეგახსენებთ, მკვლელობა გასულ ღამეს, სოფელ გოჩაჯიხაიშში მოხდა. 

შსს-მ გამოძიება სსკ-ის, 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ბრალდებული, 42 წლის ნუკრი კეკელიძე დაკავებულია და იმერეთის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. 

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი