სროლა მარნეულის ცენტრში - ღამის საათებში რუსთაველის ქუჩაზე ერთმანეთს ახალგაზრდები დაუპირისპირდნენ, რასაც ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა მოჰყვა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა რამდენიმე წუთიანი სროლის შემდეგ დაზიანდა ავტომობილები.

ადგილობრივების თქმით, საგამოძიებო მოქმედებები ადგილზე დილით დაიწყეს.  

"დაახლოებით ღამის 2-3 საათი იქნებოდა სროლის ხმა რომ გავიგეთ, აივანზე გამოვედით და ვნახეთ, რომ ძირს მასრები ეყარა. დილით გამოვედი და ვნახე, რომ სროლისას ჩემი მანქანა დაზიანებულა. 5 ტყვია აქვს მოხვედრილი, ჩემი მანქანის გარდა, სხვა მანქანებიც დაზიანდა, პოლიცია ახლა მოვიდა, სამართალდამცავები ღამით არ შეგვინიშნავს", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

"მთავარმა" ექსკლუზიურად მოიპოვა მომხდარის ამსახველი ვიდეო მასალა, რომელშიც ჩანს როგორ ტოვებენ შემთხვევის ადგილს დაპირისპირებაში მონაწილე პირები.

ადგილზე ახლაც მობილიზებული არიან სამართალდამცველები. ჯერჯერობით უცნობია, რა მუხლით დაიწყო მომხდარზე გამოძიება.

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი