ბაღდათში თხილი მოიპარეს-რამდენიმე დღის წინ კი ლობიო, სიმინდი და გოგრა

გამოქვეყნდა:

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ საკრაულაში ოჯახს მოკრეფილი თხილი მოპარეს. დაზარალებულის თქმით, უცნობმა პირებმა დაახლოებით 50კგ თხილი მოიპარეს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ეს საკვების ქურდობის პირველი შემთხვევა არ არის და სოფელში რამდენიმე დღის წინ ლობიო, სიმინდი და გოგრა მოიპარეს.

დაზარალებულები ამბობენ რომ პოლიციის მხრიდან ამ შემთხვევებს რეაგირება არ მოჰყოლია, შესაბამისად თხილის ქურდობის ფაქტზე  მათ სამართალდამცველებს აღარ მიმართეს.

ზოგადად კი ბაღდათელები რაიონში კრიმინალის ზრდაზე საუბრობენ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი