სავარაუდოდ ბიზნეს დავა გახდა შეიარაღებული გარჩევის მიზეზი, რომელიც დაჭრით დასრულდა. "ტადი გრუპის" მეწილეებს, რომლებიც იურიდიულ ფირმაში იმყოფებოდნენ კონკურენტი კომპანიის წარმომადგენლებთან დაუპირისპირდა მოუვიდათ. უცნობია რა გახდა უშუალოდ კონფლიქტის დაწყების მიზეზი, თუმცა ფაქტია რომ სიტყვიერ კამათს თბილისის ცენტრში სროლა მოყვა.
დაჭრილია ტადი გრუპის 50%-იანი წილის მფლობელი ტატო გურგენიძე. ის კლინიკაში ფეხში მიყენებული ჭრილობით გადაიყვანეს. გურგენიძის პარტნიორი თავდამსხმელი კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
არსებული ინფორმაციით, შსს-ს უკვე იდენტიფიცირებული ჰყავს თავდამსხმელი და მის დასაკავებლად ოპერატიული ღონისძიებები მიმდინარეობს.
დაჭრილს ოპერაცია ჩაუტარდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.