ზუგდიდში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა ე.წ კომბინატის დასახლებაში მოხდა. არსებული ინფორმაციით, 54 წლამდე კაცს მანქანა გზის გადაკვეთის დროს შეეჯახა.
დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.
ავტორი: ემა გოგოხია