თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთიდან დაკარგული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.
რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული 70 წლის მერაბ ამბროსიძის ცხედარი ერთ- ერთმა მოქალაქემ სოფელ აკურაში, ღვინის ქარხნის მიმდებარე ტყეში აღმოაჩინა.
შემთხვევის ადგილზე სახანძრო- სამაშველო ჯგუფები, კრიმინალური პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო - დახმარების ბრიგადა იყო მობილიზებული.
ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და სხვა დროსაც, რამდენჯერმე დაიკარგა.
დაკარგულ მამაკაცს მაშველები ოთხი დღის განმავლობაში ეძებდნენ.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115- ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს