დაკავებულია პირი, რომელმაც ვაკეში ბიზნესმენი ტატო გურგენიძე დაჭრა. ინფორმაცია
"მთავარ არხს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შემთხვევა გუშინ, მზიურის პარკის მიმდებარედ, იურიდიულ ფირმასთან მოხდა.
38 წლის კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს და ფეხში დაჭრეს. ის კლინიკაშია გადაყვანილი.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, ტატო გურგენიძეს კონკურენტი კომპანიის წარმომადგენელთან ჰქონდა კონფლიქტი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და იარაღის უკანონოდ ტარების მუხლებით დაიწყო.